ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

დუბლი და საგოლე პასი - მესიმ ნეშვილთან გაიბრწყინა

MLS-ის პლეი-ოფის მერვედფინალში ინტერ მაიამიმ ნეშვილს უმასპინძლა, 4:0 გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა.

ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ლიონელ მესიმ შეიტანა, რომელმაც დუბლი და საგოლე პასი მიითვალა. ლეომ ასევე პრე ასისტიც შეასრულა.

ლეგენდარულმა არგენტინელმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა, დუბლი კი 39-ე წუთზე გაიფორმა. პირველი ტაიმი დევიდ ბექჰემის გუნდმა 2:0 მოიგო.

მეორე ნახევარში კვლავ მასპინძლები აქტიურობდნენ და 73-ე წუთზე მესიმ ჯერ ალბას გაუკეთა პასი, რომელმაც ალენდეს გაატანინა, ხოლო ზუსტად 3 წუთში ალენდეს თავად მესიმ მისცა საგოლე გადაცემა. აღსანიშნავია, რომ 8 ოქროს ბურთის მფლობელს კარიერაში 400 საგოლე პასი დაუგროვდა.

ცნობისთვის, ინტერ მაიამი MLS-ის მეოთხედფინალში ცინცინატის დაუპირისპირდება. პირველი მატი 23 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 01:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები