კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

ნეომს გაუტანა - რონალდუს კარიერაში 953 გოლი დაუგროვდა

საუდის არაბეთის პრო ლიგის მორიგ ტურში ალ ნასრი სტუმრად ნეომს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

მორიგი გოლი გაიტანა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელსაც კარიერაში 953 ოფიციალური გოლი დაუგროვდა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ანგარიში 47-ე წუთზე ანხელომ გახსნა. 56-ე წუთზე მასპინძლებს როდრიგესი გაუძევეს და ნეომი 10 ფეხბურთელით დარჩა.

65-ე წუთზე კრიშტიანუმ პენალტი გამოიყენა და სხვაობა სოლიდური გახადა. 84-ე წუთზე აბდუმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ზუსტად 2 წუთში ჟოაუ ფელიქსა გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 3:1 დააფიქსირა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ალ ნასრის სატურნირო ცხრილში 24 ქულა დაუგროვდა - 8 მატჩიდან 8 მოგება. მეორე ადგილზე მყოფ ალ ტაავონს 3 ქულით უსწრებს.

რაც შეეხება რონალდუს, ლეგენდარულ პორტუგალიელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 11 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები