კილიან მბაპე
Aa
Aa

ფრანგმა რეპერმა მბაპე გააკრიტიკა | კილიანმა მას სოციალურ ქსელში უპასუხა

ფრანგმა რეპერმა, Orelsan-მა ახალი ალბომი გამოუშვა და ერთ-ერთ სიმღერაში კილიან მბაპე გააკრიტიკა. „თქვენ გაანადგურებთ ქალაქს ისე, როგორც ეს მბაპეებმა გააკეთეს“, - ამბობს რეპერი და მბაპეს საფეხბურთო კლუბ „კაენის“ წარუმატებლობის გამო უპირისპირდება.

Orelsan-ი კაენშია დაბადებული და 2024 წელს, მბაპე და მისი ოჯახი კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. კილიანს რეპერის სიტყვები უპასუხოდ არ დაუტოვებია და მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა.

„შეგიძლია „გადაარჩინო“ ქალაქი, რომელიც ასე ძალიან გიყვარს. ეს ტიპი გვეხვეწებოდა, მისთვის აქციების 1 პროცენტი უსასყიდლოდ მიგვეცა, რადგან კაპიკი ფული არ ჰქონდა და უნდოდა, კარგ ნორმანდიელ ბიჭად გამოჩენილიყო“, - აღნიშნა მბაპემ.

ცნობისთვის, მბაპემ „კაენის“ აქციების 80 პროცენტი 20 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ 2025 წლის გაზაფხულზე კლუბი უდიდესი წარუმატებლობა განიცადა. „კაენი“ საფრანგეთის რანგით მესამე დივიზიონში, 41 წლის შემდეგ პირველად გავარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტრაქტს ხელი მოაწერე“ | პიმბლეტმა თოფურია კიდევ ერთხელ გამოიწვია
„კონტრაქტს ხელი მოაწერე“ | პიმბლეტმა თოფურია კიდევ ერთხელ გამოიწვია