შვიდი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - უსინათლო სპორტსმენების წარმატება
Aa
Aa

შვიდი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - უსინათლო სპორტსმენების წარმატება

თურქეთის ქალაქ მერსინში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი უსინათლოთა პარაძალოსნობაში, წოლჭიმსა და სამჭიდში საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართველმა სპორტსმენებმა პრესტიჟულ შეჯიბრებაზე გამოსვლა საერთო ჯამში შვიდი მედლით დაასრულეს, რაც მართლაც არაჩვეულებრივი შედეგია.

განსაკუთრებით გამოსარჩევია მირიან ოგნაძე (+215 კგ), რომელმაც ორი ოქროს მედალი მოიპოვა და წოლჭიმში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან პირველ მისვლაზე - 215, ხოლო ჩაჯდომში 282 კილოგრამი დაძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა გიორგი მაისურაძეს (+125 კგ), რომელმაც როგორც წოლჭიმში (165 კგ), ასევე სამჭიდის ჯამში (590 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. რაც შეეხება გიორგი გიგაურსა (-56 კგ) და ზაზა მარტიაშვილს (-125 კგ), ისინი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

ცნობისათვის, ბოლო წლებში მსგავსი დონის ტურნირებზე ქართველი უსინათლო სპორტსმენები რეგულარულად ასპარეზობენ და საკმაოდ ხელშესახებ შედეგებს აჩვენებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი მედალი და ევროპის რეკორდი - ჯინჭარაძის წარმატება
ორი მედალი და ევროპის რეკორდი - ჯინჭარაძის წარმატება