ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა კარპატის თასზე მეორე თამაში მოიგო
საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთში მიმდინარე „კარპატის თასზე“ მეორე მატჩი მასპინძელ რუმინეთის ნაკრებთან გამართა და 30:27 გაიმარჯვა (პირველ შეხვედრაში ქართველმა ხელბურთელებმა სლოვაკეთი 31:28 დაამარცხეს).
ქართველი ხელბურთელებიდან ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ კალანდაძე იყო, რომელმაც 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთთან:
გიგი რუხაძე (მეკარე, 1 გოლი, 6 მოგერიება), დავით ნიქაბაძე (მეკარე, 4 მოგერიება), ნიკოლოზ კალანდაძე (11 გოლი, 6 საგოლე გადაცემა), ერეკლე არსენაშვილი (6 გოლი), მირიან გავაშელიშვილი (5 გოლი, 1 საგოლე გადაცემა), ირკლი კბილაშვილი (3 გოლი, 4 საგოლე გადაცემა), ხაზეინ რუსტამოვი (2 გოლი), გიორგი არეშიძე (1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა), გიორგი დიხამინჯია (1 გოლი), გიორგი ლაპიაშვილი (1 საგოლე გადაცემა), ვახტანგ ხელისუფალი, გიგა მელიავა.