პირველი ევროპის ჩემპიონი გოგონა - მოკრივეების ტრიუმფი მონტენეგროში
Aa
Aa

პირველი ევროპის ჩემპიონი გოგონა - მოკრივეების ტრიუმფი მონტენეგროში

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს 15-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა არაჩვეულებრივი შედეგით დაასრულა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საუკეთესო შედეგი ელენე ქარჩავამ (48 კგ), გიორგი ახვლედიანმა (52 კგ) და დავით ალიხანაშვილმა (54 კგ) აჩვენეს, რომლებიც კონტინენტის პირველობის გამარჯვებულები გახდნენ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქარჩავას შედეგი, რადგან ის პირველი გოგონა გახდა საქართველოს კრივის ისტორიაში, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. ელენემ გადამწყვეტ შეხვედრაში ირლანდიელ დაფი ოკონორს აჯობა. რაც შეეხება ახვლედიანსა და ალიხანაშვილს, ისინი შესაბამისად თურქ იაღიზ ქიაფაზზე და უკრაინელ კონსტანტინ სლიფჩუკზე ძლიერები აღმოჩნდნენ.

ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ ლიზი ლობჟანიძე (66 კგ), ალექსი გუნია (60 კგ) და გიგი არჩაია (70 კგ), ხოლო თორნიკე სიმონიშვილმა (40 კგ), საბა კერძევაძემ (44 კგ) და ჯონი ხაბურზანიამ (46 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმის გამო ვეღარ აგრძელებს - გურული ბრინჯაოს დასჯერდა
ტრავმის გამო ვეღარ აგრძელებს - გურული ბრინჯაოს დასჯერდა