Aa
Aa

"არ შეიძლება ფრენა იქ, სადაც ლეო მესი ცხოვრობს" - რატომ შეწყდა აეროპორტის მშენებლობა?

კატალონიური ავიაკომპანიის Vueling Airlines-ის პრეზიდენტი ხავიერ სანჩეს-პრიეტო საინტერესო განცხადებას აკეთებს.

სანჩეს-პრიეტომ Marca-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მათი კომპანია ბარსელონას აეროპორტის გაფართოებას იმიტომ ვერ ახერხებს, რომ ამაში მათ ხელს ლიონელ მესი უშლით.

"რატომ არ ხდება ბარსელონას აეროპორტის გაფართოება? ამის მიზეზი მესი გახლავთ. არ შეიძლება ფრენა იქ, სადაც ლეო მესი ცხოვრობს. არ ვიცი ამას რა ვუწოდო, ასეთი რამეს მსოფლიოში ვერ ნახავთ".

სამშენებლო სამუშაოების შეჩერების ოფიციალურ მიზეზად კი სულ სხვა რამ სახელდება. ხსენებული აეროპორტი 10 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ გავას ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის.

სწორედ ამ ქალაქთან ახლოს მდებარეობს ცნობილი უბანი კასტელდეფელსი, სადაც მესი, სუარესი, კოუტინიო და სხვა ბევრი ვარსკვლავი ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები