პიტერ შმეიხელი
Aa
Aa

„წელს 9 გოლის გაშვება მეკარეების სინდისზეა“ - შმეიხელი მანიუს კრიზისზე

„მანჩესტერში“ არსებული პრობლემების შესახებ ინგლისურ პრესაში დღე არ გავა რაიმე ინფორმაცია რომ არ დაიწეროს. ბუნებრივია, იბეჭდება ანალიტიკური სტატიები, რომლის ავტორებიც ცდილობენ გულშემატკივრები კრიზისის მიზეზების შესახებ ჩააყენონ საქმის კურსში. თუმცა, ბუნებრივია, განსაკუთრებით საინტერესოა „იუნაიტედის“ ვეტერანი ფეხბურთელების კომენტარები და ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენდა პიტერ შმეიხელის შეფასება, რომელიც ამჟამად ექსპერტად მუშაობს. დანიელმა მეკარემ ასეთი განცხადება გააკეთა:

„შეშკოს სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტი გადაიხადეს მაშინ, როდესაც გუნდში 6 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე ნორმალური ნახევარმცველი არ არის. მხოლოდ ამ სეზონში „იუნაიტედმა“ 9 ისეთი გოლი გაუშვა, რომლებიც მთლიანად მეკარის სინდისზე იყო. როდესაც ამ გუნდის ღირსებას მე, ედვინ ვან დერ სარი და დავიდ დე ხეა ვიცავდით, ერთ სეზონში 10 ქულა პირადად ჩვენ მოგვქონდა კლუბისთვის.

მოდით პირდაპირ ვთქვათ, რატომ იყიდეს ის ფეხბურთელი, რომელიც არ გვჭირდებოდა? იმიტომ, რომ სკაუტინგის სამსახურის უფროსი „ლაიპციგის“ ყოფილი თანამშრომელია და მან ჩათვალა, რომ შეშკო საჭირო იყო. ჩემ დროს მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონი წყვეტდა ვინ უნდა მოსულიყო და ვინ წასულიყო და ალბათ ამიტომაც იყო „მანჩესტერი“ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კლუბი“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში გამართული შვიდი ტურის შემდეგ, „იუნაიტედი“ 10 ქულით მეათე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ 6 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
90 წუთში მოხიბლული ფერგი - როგორ აიწყო კრიშტიანუმ ერთი სპარინგით კარიერა
90 წუთში მოხიბლული ფერგი - როგორ აიწყო კრიშტიანუმ ერთი სპარინგით კარიერა