მესის ბენეფისი - დუბლი და საგოლე პასი ატლანტასთან
ამერიკის MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამიმ ატალანტას უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. მატჩის გმირი ლეო მესი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ გოლები ყოფილმა ბარსელონელებმა გაიტანეს. მესის გარდა თავი სუარესმა და ალბამ გამოიჩინეს.
ანგარიში არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 39-ე წუთზე გახსნა და ბექჰემის გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.
52-ე წუთზე ალბამ ლიონელის პასით სხვაობა ორამდე გაზარდა. 61-ე წუთზე სუარესის ჯერი დადგა და მატჩის ბედიც გადაწყდა. წერტილი კი თავად მესიმ 87-ე წუთზე ჟორდის პასით დასვა.
ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, ინტერ მაიამის 62 ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება. ლიდერ ფილადელფიას 4 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობას საბა ლობჟანიძე არ იღებდა, რადგან ის ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება.