აკაკი ბასარია ევროპის ჩემპიონია | კრივი
ჩეხეთში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. აკაკი ბასარიამ (70კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან უკრაინელი ვლადისლავ ჩიუნიუკი დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონობა იზეიმა აგრეთვე 16 წლის ლუკა ჩხიკვაძემაც (60კგ). ქართველმა მოკრივემ ფინალში ირლანდიელი შონ მაკკასკერი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
გარდა ამისა, ვერცხლის მედალი მოიპოვა დავით მხეცაძემ (80კგ). ფინალი მან პოლონელ ფაბიან ურბანსკისთან დათმო.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს - კონტინენტის პირველობის ფინალში ჩვენი გუნდის ხუთი წევრი გავიდა.