მაიკ ტაისონი
Aa
Aa

ტაისონი: 50 წლისამ უფრო მეტი ფული გამოვიმუშავე, ვიდრე 20 წლის ასაკში

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა Talksport-თან ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ განაგრძობს ჩხუბს 59 წლის ასაკში.

„ჩემმა 14 წლის შვილმა მკითხა: რატომ აკეთებ ამას? - წამით დავფიქრდი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა, დავსევდიანდი და ვუთხარი: იმიტომ, რომ მე საუკეთესო ვარ, ვისაც ეს უკეთებია. მან ვერ გაიგო, რას ვეუბნებოდი, მაგრამ მაინც ვუთხარი: მე უნდა გავაკეთო ეს, რადგან ამის გარდა, არაფერი არ ვიცი. 50 წლისამ უფრო მეტი ფული გამოვიმუშავე, ვიდრე 20 წლის ასაკში“, - თქვა „რკინის მაიკმა“.

შეგახსენებთ, რომ ტაისონი მძიმე წონაში ყოფილი აბსოლუტური მსოფლიო ჩემპიონია. ბოლოს ის რინგზე გასული წლის ნოემბერში გავიდა. ყოფილმა იუთუბერმა, ჯეიკ პოლმა 57 წლის „რკინის მაიკი“ 8 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

ამ ჩხუბს ცოცხლად თვალი 70 ათასმა ადამიანმა მიადევნა და ბილეთების გაყიდვიდან ორგანიზატორებმა 17,8 მილიონი დოლარი იშოვეს, რაც ტეხასის შტატში ჩატარებულ საკრივო ღონისძიებებს თუ ავიღებთ, სარეკორდო შემოსავალია.

გეტყვით ასევე, რომ მაიკი მომდევნო ჩხუბს ფლოიდ მეივეზერთან გამართავს. ბრძოლა საგამოფენო იქნება.

ESPN-ის ინფორმაციით, დაპირისპირება მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება. ზუსტი თარიღი და ადგილია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია კრივზე - „ეს ჩემი ოცნებაა და დენას მხარდაჭერის იმედი მაქვს“
თოფურია კრივზე - „ეს ჩემი ოცნებაა და დენას მხარდაჭერის იმედი მაქვს“