Aa
Aa

დირკ ნოვიცკიმ 31000 ქულიანი ნიშნული გადალახა

„ოკლაჰომასთან“ საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში ლეგენდარულმა გერმანელმა მძიმე ფორვარდმა 12 ქულას მოუყარა თავი და ლიგის ისტორიაში მეექვსე კალათბურთელი გახდა, რომელმაც 31000 ქულიანი ნიშნული გადალახა. დირკი კარიმ აბდულ ჯაბარის, კარლ მელოუნის, კობი ბრაიანტის, მაიკლ ჯორდანის და ვილტ ჩემბერლენის კომპანიას შეუერთდა, 

ნოვიცკის რეალური შანსი აქვს ყველა დროის საუკეთსო მექულეთა შორის მეხუთე ადგილზე გადავიდეს და ვილტ ჩემბერლენს გადაასწროს, თუმცა ბრედ თაუნსენდთან საუბრისას გერმანელმა აღნიშნა: მე არ მინდა მოედანზე გავიდე და მხოლოდ ვილტის გადაწრებაზე ვიფიქრო, მსურს მაქსიმალურად ვიყო ჩართული თამაშში და ყველაფერი გავაკეთო წარმატების მისაღწევად..

39 წლის გერმანელი წლევანდელ სეზონში საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. ნოვიცკი სამქულიანს 42.1 პროცენტით ისვრის და გუნდში მეორეა მოხსნების რაოდენობით - საშუალოდ 5.7 მატჩში.

დირკი საშუალოდ 12.2 ქულას, 5.7 მოხსნას და 1.6 გადაცემას აგროვებს, მიუხედავად ამისა „დალას მავერიქსი“ 19 მოგებითა და 43 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები