ხამზატ ჩიმაევი, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ხამზატი ცალსახა ფავორიტი იქნება“ - ცარუკიანი მახაჩევი-ჩიმაევის ჩხუბზე

დრიკუს დუ პლესის დამარცხებისა და საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტულის მოპოვებისთანავე, ხამზატ ჩიმაევმა თავისი ამბიციური გეგმები გაამხილა და თქვა, რომ სამი დივიზიონის, საშუალოს, ქვესაშუალოსა და ქვემძიმე წონის ქამრის მოპოვებას გეგმავს. მისი ამ სიტყვების შემდეგ, ბევრმა გულშემატკივარმა წარმოიდგინა ის ფაქტი, რომ ჯეკ დელა მადალენასთან გამარჯვების შემთხვევაში, მახაჩევი-ჩიმაევის ბრძოლის ხილვის შანსი ჩნდებოდა, რაც თავად ისლამმა კატეგორიულად გამორიცხა, რადგან თქვა, რომ არ სურდა დაღესტნელი და ჩეჩენი ხალხის დაპირისპირებისთვის შეეწყო ხელი. ხამზატისა და ისლამის შესაძლო ჩხუბზე აზრის გამოთქმა გუშინ არმან ცარუკიანსაც სთხოვეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„თუ ეს ბრძოლა შედგა, ცალსახა ფავორიტი ხამზატი იქნება. მათ ყველა ვარიანტში 77 კილოგრამში უნდა იჩხუბონ და თუ რამხელა უპირატესობა აქვს ამ წონის მებრძოლებთან ჩიმაევს, ეს არაერთხელ გვინახავს. რაც შეეხება ისლამს, როგორც გინდა მიუდექი, ის მაინც 70 კილოგრამის სპორტსმენად რჩება. კი, შეიძლება ზედმეტი კილოგრამები იოლად მოიმატოს, მაგრამ ამის საფასურს ბრძოლის დროს გადაიხდის, რადგან მარტივად და მალე დაიღლება“.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი ოქტაგონს სულ მალე დაუბრუნდება - 15 ნოემბერს, ნიუ-იორკში ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამრისთვის ის ავსტრალიელ ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევი: არ მინდა ჩვენს ხალხებს შორის რაიმე უთანხმოებას გზა გავუხსნა
მახაჩევი: არ მინდა ჩვენს ხალხებს შორის რაიმე უთანხმოებას გზა გავუხსნა