ხამზატ ჩიმაევი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ეს ბრძოლა არასდროს გაიმართება“ - მახაჩევის მენეჯერმა ჩიმაევი გამორიცხა

ისლამ მახაჩევის მენეჯერი, ალი აბდელაზიზი, არ ფიქრობს, რომ ისლამი ოდესმე ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ იბრძოლებს.

„ეს ბრძოლა არასოდეს გაიმართება. პირველ რიგში, ხამზატი მეტისმეტად დიდია. არ ვფიქრობ, რომ ის ოდესმე შეძლებს ნახევრადსაშუალო წონაში ჩამოსვლას. გარდა ამისა, ისინი ერთმანეთსაც კარგად იცნობენ, ორივენი ერთი რეგიონის წარმომადგენლები არიან. გულწრფელად რომ ვთქვა, ასეთ ბრძოლას საერთოდ არ აქვს აზრი. ჩემი აზრით, თუ ხამზატი უფრო მაღალ წონაში გადავა, ეს ბევრად ლოგიკური იქნება. თანაც, მას საკუთარ დივიზიონში ჯერ კიდევ მრავალი პრეტენდენტი ჰყავს, ვისაც უნდა შეხვდეს, სანამ საერთოდ წონის შეცვლაზე იფიქრებს,“

– თქვა აბდელაზიზმა Submission Radio-სთან ინტერვიუში.

მანამდე, ხამზატ ჩიმაევმა განაცხადა, რომ თუ მახაჩევი ნახევრადსაშუალო წონაში ჩემპიონი გახდებოდა, მასთან სიამოვნებით იბრძოლებდა, რადგან ეს მისთვის P4P-ის რეიტინგში პირველ პოზიციაზე ასასვლელად საუკეთესო საშუალება იქნებოდა.

ისლამმა, იმავე კითხვაზე პასუხისას, აღნიშნა, რომ არ სურდა თავისი სიტყვებით ხალხთა შორის კონფლიქტის პროვოცირება, თუმცა არც ჩიმაევთან ბრძოლის შესაძლებლობა გამორიცხა.

16 აგვისტოს ხამზატ ჩიმაევი საშუალო წონის ახალ ჩემპიონი გახდა. მან დრიკუს დუ პლესის უშანსოდ მოუგო. ხოლო მახაჩევი 15 ნოემბერს, ნიუ-იორკში, UFC 322-ის ფარგლებში შეეცდება ნახევრადსაშუალო წონის ქამარი ავსტრალიელ ჯეკ დელა მადალენას წაართვას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები