ფერგიუსონმა კარლო ანჩელოტი შეაქო
Aa
Aa

ფერგიუსონმა კარლო ანჩელოტი შეაქო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ანჩელოტი ძალიან კარგი მწვრთნელი და დიდებული პიროვნებაა.

 

„როდესაც მადრიდის „რეალისა“ და „შალკეს“ შორის გამართულ მატჩს ვესწრებოდი, ანჩელოტი ჩემთან მოვიდა და მკითხა, თუ რატომ არ ჩამოდიოდა ჩემი შვილი „რეალში“ პრაქტიკების გასავლელად. მან იცოდა, რომ ის ცოტა ხნის წინ გაანთავისუფლეს „პიტერბოროს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. მე არ შემიძლია ვიპოვო სიტყვები ანჩელოტის დასახასიათებლად. კარლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მწვრთნელი და დიდებული პიროვნებაა ვინც კი ოდესმე შემხვედრია. - განაცხადა ფერგიუსონმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები