საზარდულის ტრავმა აქვს - ჩელსიმ პალმერი დაკარგა
ლონდონის „ჩელსის“ ერთ-ერთი ლიდერი, კოულ პალმერი ტრავმირებულია და უახლოეს მატჩებს გამოტოვებს. ამის შესახებ „არისტოკრატების“ მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ განაცხადა.
„გადავწყვიტეთ, კოულის ჯანმრთელობით არ გაგვერისკა, რათა არ დამძიმებულიყო საზარდულის ტრავმა, რომელიც მას აწუხებს. სანაკრებო პაუზამდე ის დაისვენებს.
ჩვენი ექიმები დააკვირდებიან მის მდგომარეობას და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ნაკრების მატჩების შემდეგ ის 100%-ით იყოს მზად. ვფიქრობ, ოპერაცია საჭირო არ გახდება“.
ცნობისთვის, სანაკრებო მატჩებამდე „ჩელსი“ პრემიერლიგაში „ბრაიტონსა“ და „ლივერპულს“ შეხვდება, ჩემპიონთა ლიგაზე კი „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. სამივე მატჩს „არისტოკრატები“ „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართავენ.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში პალმერმა 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა - „ბრენტფორდთან“ პრემიერლიგაში და „ბაიერნთან“ - ჩემპიონთა ლიგაზე.