ნოდარ ლომინაძე
Aa
Aa

ლომინაძის 81 წუთი - ეშტორილის მე-3 მარცხი

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის VI ტურში „ეშტორილი“ სტუმრად „ჟილ ვისენტეს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. ნოდარ ლომინაძე ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მთავარმა მწვრთნელმა 81-ე წუთზე შეცვალა. 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ათბალიანი სისტემით 7.2 შეფასება მიიღო და თანაგუნდელებს შორის მხოლოდ ფეროს (7.4) ჩამორჩა. „ჟილ ვისენტე“ მე-15 წუთზე 11-მეტრიანით პაბლომ დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე ჟოელსონ ფერნანდეშმა დააფიქსირა.

ლომინაძე 81 წუთის განმავლობაში ბურთს 57-ჯერ შეეხო და პასები 60-პროცენტიანი (25-დან 15) სიზუსტით გაანაწილა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ერთი გამამწვავებელი გადაცემა შეასრულა, 27 ორთაბრძოლიდან მისი გამარჯვებით 16 დასრულდა და დრიბლინგის 2 მცდელობიდან წარმატებული არც ერთი არ აღმოჩნდა.

ექვს ტურში დაგროვებული 5 ქულით „ეშტორილი“ პრიმერა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. პორტუგალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ქართული დერბი გველის - „ეშტორილი“ საკუთარ მოედანზე „სპორტინგს“ მიიღებს და ნოდარ ლომინაძე გიორგი ქოჩორაშვილის წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი 27 სექტემბერს, თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცი მონაკოსთან განადგურდა - წიტაიშვილი ცვლილებაზე შევიდა, აბუაშვილს არ უთამაშია
მეცი მონაკოსთან განადგურდა - წიტაიშვილი ცვლილებაზე შევიდა, აბუაშვილს არ უთამაშია