Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

იუტა - ჰიუსტონი 85 - 96

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში 10 შეხვედრა გაიმართა, ტურის ცენტრალური დაპირისპირება იუტაში შედგა, სადაც ადგილობრივმა „ჯაზმა“ ვერაფერი გააწყო „ჰიუსტონთან“ და 11 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

„ჯაზმენებმა“ პირველი ტაიმი მშვენივრად ჩაატარეს და 5 ქულიანი უპირატესობითაც გავიდნენ შესვენებაზე, თუმცა მეორე ტაიმში ტეხასელებმა დაცვაში მოუმატეს მოუმატეს და მეორე ნახევარი  57-41 მოიგეს.

„იუტას“ რიგებში  დონოვან მიჩელი გამოირჩა 16 ქულით, რუდი გობერმა კი 17 ქულა შესძინა გუნდს.

„ჰიუსტონს“ ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა 26 ქულით და 11 მოხსნით. სათადარიგო სკამიდან 17 ქულა შესძინა გუნდს ლუკ მბა ამუტემ.

47 მოგებითა და 13 მარცხით „ჰიუსტონი“ დასავლეთ კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერია.

 

ნიუ ორლეანი - ფენიქსი 125 - 116

ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო „ნიუ ორლეან პელიკანსმა“, რომელმაც ამჯერად საკუთარ კედლებში დასავლეთ კონფერენციის აუთსაიდერი „ფენიქს სანსი“ დაამარცხა 9 ქულიანი სხვაობით.

საოცარი მატჩი ჩაატარა ენტონი დევისმა, „პელიკანსის“ ცენტრმა 53 ქულასთან ერთად 18 მოხსნას მოუყარა თავი. სათადარიგო სკამიდან 10 ქულა შესძინა გუნდს ნიკოლა მიროტიჩმა.

არიზონელებს დევინ ბუკერმა ულიდერა 40 ქულით და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 3 მოხსნა დააკლდა. 23 ქულა მიითვალა ტი ჯეი ვორენმა.

34 მოგებითა და 26 მარცხით „პელიკანსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

 

ნიუ იორკ ნიქსი - გოლდენ სტეიტ უორიორზი 111 – 125

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „გოლდენ სტეიტ უორიორზმა“. „მეომრებმა“ სტუმრად „ნიქსი“ კომფორტული 14 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს.

„გოლდენ სტეიტში“ საუკეთესო კლეი ტომპსონი იყო 26 ქულით, ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა კევინ დურანტს - 22 ქულა, 9 მოხსნა.

„ნიქსის“ მხრიდან ემანუელ მუდიე გამოირჩა 20 ქულით, როგორც ჩანს თავისი გუნდი იპოვა ტრეი ბერკმა, 25 წლის გამთამაშებელმა სათადარიგო სკამიდან 18 ქულას მოუყარა თავი.

47 მოგებითა და 14 მარცხით „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება.

 

საკრამენტო - მინესოტა 100 – 118

ტურის დასკვნითი მატჩი კალიფორნიაში გაიმართა, სადაც ჯიმი ბატლერის გარაშე მოთამაშე „მინესოტამ“ ყოველგვარი პრობლემების გარაშე დაამარცხა „საკრამენტო კინგსი“.

„ტიმბერვულვზის“ რიგებში მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა კარლ ენტონი თაუნსმა - 26 ქულა, 17 მოხსნა. 22 ქულა შესძინა გუნდს ენდრიუ ვიგინსმა.

„კინგსის“ რიგებში სკალ ლაბისიე გამოირჩა 20 ქულით, სათადარიგო სკამიდან 16 ქულა ჩაიწერა აქტივსი ბადი ჰილდმა.

38 მოგებითა და 26 მარცხით „მინესოტა“ დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

სხვა მატჩების შედეგები:

ატლანტა - ლეიკერსი 104 – 123

ბოსტონი - მემფისი 109 – 98

ბრუკლინი - ჩიკაგო 104 – 87

ტორონტო - დეტროიტი 123 – 94

ოკლაჰომა - ორლანდო 112 – 105

დალასი - ინდიანა 109 - 103

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები