დურანტი:
Aa
Aa

დურანტი: "არ ვფიქრობ, რომ ზაზა ვინმესთვის ტრავმის მიყენებას განზრახ ცდილობდა"

"გოლდენ სტეიტისა" და "ოკლაჰომას" შეხვედრაში ფაჩულია-ვესტბრუკის ინციდენტი ამერიკული პრესის განხილვის მთავარი თემაა.

მესამე პერიოდის მიწურულს ერთ-ერთ ეპიზოდში ფართან ბრძოლის დროს ფაჩულია წაქცეულ ვესტბრუკს ზემოდან დაეცა და კინაღამ ფეხი მოსტეხა. ეპიზოდი ისე გამოიყურებოდა, რომ თითქოს ზაზამ ეს განზრახ გააკეთა. პლიუს ამას აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი ეპიზოდში უშუალოდ ჩართული არ ყოფილა და მთავარი ეჭვიც სწორედ ამან გააჩინა.

ფაჩულია მატჩის შემდეგ ვესტბრუკმა საჯაროდ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან ეს განზრახ გააკეთა. რასელს დაეთანხმნენ თანაგუნდელი პოლ ჯორჯი და "ბოსტონის" გამთამაშებელი კაირი ირვინგი.

დღეს კი ფაჩულიას მხარი მისმა თანაგუნდელმა კევინ დურანტმა დაუჭირა და განაცხადა, რომ მას ასე განზრახ არ უთამაშია.

"არ ვფიქრობ, რომ ზაზა ვინმესთვის ტრავმის მიყენებას განზრახ ცდილობდა. ის მოუქნელია, როგორც ლიგის ყველა მაღალი მოთამაშე".

გასულ სეზონში კონფერენციის ფინალში კავაი ლეონარდთან ინციდენტის შემდეგ, ზაზა ფაჩულია ყურადღების ცენტრში მოექცა.

წელს ეს ისევ მოხდა. ზაზასა და ვესტბრუკის ინციდენტზე საკალათბურთო სამყარო კიდევ დიდ ხანს ისაუბრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები