ალექსანდერ ისაკი
Aa
Aa

სატრანსფერო საგა დასრულდა - ისაკი ლივერპულის ფეხბურთელია

ალექსანდერ ისაკის სატრანსფერო საგა დასრულდა. შვედმა თავდამსხმელმა მიზანს მიაღწია და კარიერას „ლივერპულში“ განაგრძობს.

ამასთან, 25 წლის ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. მისი ტრანსფერის თანხამ 125 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რასაც 5 მილიონი ბონუსის სახით დაემატება, რაც რეკორდულია.

ალექსანდერმა „წითლებთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის 9 ნომერი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლთან“ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების ვერ მოხერხების შემდეგ, ისაკს მხოლოდ „ლივერპულში“ გადასვლა სურდა. სწორედ ამ მიზეზით მან კლუბს ბოიკოტი გამოუცხადა, რის შემდეგაც „კაჭკაჭებს“ უკან დახევა მოუწიათ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ხარბი ნაძირალა ხარ“ - ნიუკასლის ქომაგები ისაკს ბაზაზე შეძახილებით დახვდნენ
„ხარბი ნაძირალა ხარ“ - ნიუკასლის ქომაგები ისაკს ბაზაზე შეძახილებით დახვდნენ