უოტფორდი, ნიკოლოზ ჩიქოვანი
Aa
Aa

უოტფორდმა დინამოს 18 წლის თავდამსხმელი დაიმატა

თბილისის „დინამოსა“ და „უოტფორდს“ შორის ნიკოლოზ ჩიქოვანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება ოფიციალურად შედგა. ინფორმაციას თავად ქართული კლუბი ავრცელებს.

თავის მხრივ, ინგლისური კლუბის ინფორმაცით, ახლა 18 წლის გარემარბის იჯარისთვის ოპტიმალურ ვარიანტს ეძებენ, რათა ახალგაზრდა ტალანტის განვითარებას ხელი შეუწყონ.

ნიკოლოზ ჩიქოვანი დინამოს აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის მარტში „სამგურალის“ წინააღმდეგ შედგა.

აღსანიშნავია, რომ ჩიქოვანმა 2024 წელს დარასელიას თასზე გამორჩეული მატჩები ჩაატარა - მათ შორის უოტფორდის წინააღმდეგ, სადაც გატანილი გოლითაც გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო