კობი ბრაიანტის ლეგენდარული პერფორმანსიდან 15 წელი გავიდა
კობი ბრაიანტი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია, 5 ჩემპიონობასთან ერთად "ლეიკერსის" ლეგენდა ორგზის ფინალების საუკეთესო მოთამაშეა და 18-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული "ყველა ვარსკლავის მატჩში". აღსანიშნავია, რომ კობი "ოლ სტარის" ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა, ბრაინტმა პირველი შეხვედრა 19 წლისა და 169 დღის ასაკში ჩაატარა.
ოცწლიანი საკალათბურთო კარიერის განმავლობაში კობიმ 33643 ქულას, 7047 მოხსნას და 6306 გადაცემას მოუყარა თავი.
NBA-ს ისტორიაში მხოლოდ სამ კალათბურთელს აქვს ზედიზედ 9 ან მეტ შეხვედრაში 40 ქულაზე მეტი მოგროვებული: ვილტ ჩემბერლენი, მაიკლ ჯორდანი და კობი ბრიანტი.
ჩემბერლენმა სამჯერ მოახერხა კარიერის მანძილზე 9 ან მეტ შეხვედრაში ორმოცქულიანი ნიშნულის გადალახვა.
1961-62 წლების სეზონში ვილტმა ორჯერ შეძლო ზედიზედ 14 შეხვედრაში 40 ქულაზე მეტის დაგროვება. 1962-63 წლების სეზონში კი ზედიზედ 10 მატჩში ჩაიწერა 40 ქულაზე მეტი აქტივში.
1986-87 წლების სეზონში მაიკლმა მოახერხა ზედიზედ 9 შეხვედრაში 40-ზე მეტი ქულის დაგროვება.
2002-03 წლების თებერვალში მსგავსი სერიის კობი ბრაიანტმა გაიმეორა. აღსანიშნავია, რომ „ლიეიკერსის“ ლეგენდამ ეს სერია შაკილ ონილის გუნდში ყოფნისას შეასრულა, რაც ამ მიღწევას ერთიორად შთამბეჭდავს ხდის.
