ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„ილია პირველი ნომერი დამსახურებულადაა, მერაბიც მაგარია“ | დრიკუს დუ პლესი

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, დრიკუს დუ პლესი თვლის, რომ ილია თოფურია Pound for Pound რეიტინგის პირველ ადგილს დამსახურებულად იკავებს. დუ პლესიმ „ელ მატადორზე“ არიელ ჰელვანისთან ისაუბრა და მერაბ დვალიშვილიც ახსენა.

„მჯერა, რომ თოფურია Pound for Pound რეიტინგის პირველი ნომერი დამსახურებულადაა. რასაც ილია აკეთებს და რა სტილშიც აკეთებს, საოცრებაა. თოფურია ღირსეული პირველი ნომერია, მაგრამ მერაბ დვალიშვილიც არ უნდა დაგვავიწყდეს.

ჩემი აზრით, ხალხი ისლამ მახაჩევის გამარჯვებებს ისე შეეჩვია, გადაავიწყდათ, მერაბი რამდენად საოცარი მებრძოლია. ტოპ სამში მოხვედრა ურთულესია. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ხამზატ ჩიმაევს მოვუგებ, ჩემზე რაღას იტყვიან?! ნახეთ, რა მებრძოლები მეყოლება დამარცხებული და ტოპ სამს დავიმსახურებ.“

შეგახსენებთ, რომ დუ პლესისა და ჩიმაევის ჩხუბი UFC 319-ის მთავარი მოვლენაა. ბუკმეკერები ფავორიტად „ბორზს“ ასახელებენ და მათი ორთაბრძოლა თბილისის დროით, დაახლოებით 08:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უპატივცემულობაა, შოკირებული ვარ“ | დონარუმას აგენტის კომენტარი პსჟ-ზე
„უპატივცემულობაა, შოკირებული ვარ“ | დონარუმას აგენტის კომენტარი პსჟ-ზე