დუ პლესი ჩიმაევთან ჩხუბზე: მე მონადირე ვარ და არა მსხვერპლი
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, დრიკუს დუ პლესიმ თავის მომდევნო ბრძოლაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა, რომელსაც ხამზატ ჩიმაევთან გამართავს.
სამხრეთ აფრიკელი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ გამარჯვებას მოიპოვებს.
„ოქტაგონზე იმიტომ არ გავდივარ, რომ თავი დავიცვა, იქ სანადიროდ გავდივარ - მე მონადირე ვარ და არა მსხვერპლი. ვაპირებ, პირველივე წამიდან უპირატესობა მოვიპოვო. აქ იმისთვის ვარ, რომ ყველაზე სანახაობრივი გამარჯვება ვაჩვენო. ყველამ იცის, რომ ხამზატი უძლიერესი მებრძოლია, მაგრამ მე ვიცი, რომ უკეთესი ვარ“, - თქვა დუ პლესიმ.
შეგახსენებთ, რომ დრიკუსი საჩემპიონო ქამარს ხამზატ ჩიმაევთან დაიცავს. მათი დაპირისპირება 17 აგვისტოს, UFC 319-ზე შედგება, რომელსაც ჩიკაგო უმასპინძლებს.
გეტყვით ასევე, რომ დუ პლესი ოქტაგონში ბოლოს რამდენიმე თვის წინ გავიდა და შონ სტრიკლენდი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება ხამზატ ჩიმაევს, მან ბოლოს რობერტ უიტეკერს აჯობა, რომელსაც პირველივე რაუნდში საბმიშენით მოუგო.