ილია თოფურია, მაიკლ ჩენდლერი
Aa
Aa

„პლანეტის ყველაზე შთამბეჭდავი მებრძოლი“ | ჩენდლერმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, მაიკლ ჩენდლერი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. ჰელვანიმ ჩენდლერს ჰკითხა, მოახდინა თუ არა ილია თოფურიამ მასზე შთაბეჭდილება და ამერიკელმა მებრძოლმა „ელ მატადორი“ შეაქო.

„ამ მომენტისთვის, ილია თოფურია ალბათ, პლანეტის ყველაზე შთამბეჭდავი მებრძოლია. მომწონს, რომ MMA-ის საფუძვლები ბრწყინვალედ აქვს შესწავლილი და ამის წყალობით, ტიტულებს იგებს და მეტოქეებზე დომინირებს.

MMA-ის საფუძვლებში ვგულისხმობ იმას, რომ თოფურია კარგი ჯებით გამოირჩევა, მძიმე მარჯვენა ოვერჰენდი აქვს, რასაც მარცხენა ჰუკი მოჰყვება, აქა-იქ ლეგ ქიქებსაც იყენებს, დისტანციას შესანიშნავად აკონტროლებს და რაც მთავარია, მოთმინების უნარი აქვს. ილია ოქტაგონში თავს კომფორტულად გრძნობს. მან ზუსტად იცის, როდის უნდა დაარტყას მუშტით და როდის განახორციელოს კომბინაციები. ილია შთამბეჭდავია და არ მგონია, უახლოეს პერიოდში ვინმემ მოუგოს.“

ცნობისთვის, ჩენდლერმა ბოლო ორთაბრძოლა დასტინ პორიეს, ჩარლზ ოლივეირასა და პედი პიმბლეტის წინააღმდეგ გამართა. მაიკლმა სამივე ორთაბრძოლა დათმო და კარიერაში 23 მოგება და 10 მარცხი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას სრულად განეიტრალება შეუძლებელია | ტოტენჰემის მწვრთნელი სუპერთასის წინ
კვარას სრულად განეიტრალება შეუძლებელია | ტოტენჰემის მწვრთნელი სუპერთასის წინ