დარჩენის შემთხვევაშიც კი, ისაკი ნიუკასლში თამაშს არ აპირებს | ჯეიკობსი
ალექსანდერ ისაკი მტკიცედ დარწმუნებულია, რომ ის „ნიუკასლში“ აღარ ითამაშებს. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი, ბენ ჯეიკობსი წერს.
მანამდე „კაჭკაჭების“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ შვედი თავდამსხმელის გაყიდვას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ აპირებენ.
წყაროს ინფორმაციით, თავად 25 წლის ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ „ნიუკასლში“ მისი კარიერა დასრულებულია.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ისაკმა 42 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 6 საგოლე მოქმედება გააკეთა.
ალექსანდერი „ნიუკასლის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 120 მილიონი ევროა.