კაპიტანი წავა?.. - ინიესტას ჩინელები წლიურად 34 მილიონს სთავაზობენ
Aa
Aa

კაპიტანი წავა?.. - ინიესტას ჩინელები წლიურად 34 მილიონს სთავაზობენ

კატალონიური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ანდრეს ინიესტა სეზონის ბოლოს შესაძლოა ჩინეთის სუპერ ლიგაში გადავიდეს.

„ბარსამ“ თავის ლეგენდას გასული წლის ოქტომბერში სამუდამო კონტრაქტი გაუფორმა და ინიესტას შეუძლია კლუბში სურვილისამებრ კარიერის დასრულებამდე დარჩეს.

თუმცა არის შანსი, რომ მან „ტიანძინ ქუანძინის“ წინადადება მიიღოს. ჩინელები ინესტას წლიურ ხელფასად 34 მილიონ ევროს სთავაზობენ.

ანდრეს ინიესტა „ლა მასიას“ აღზრდილია და „ბლაუგრანას“ ძირითად გუნდში 2002 წლიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები