რატომ გამოტოვა ჯიმი ბატლერმა „ოლ სტარი“
საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა რიგით 67-ე „ოლ სტარზე“, სტეფის გუნდის წევრს, ჯიმი ბატლერს, პარკეტზე არცერთი წუთი არ გაუტარებია.
მატჩის წინ „მინესოტა ტიმბერვულვზის“ ლიდერმა მწვრთნელთან საუბარში განაცხადა, რომ თავს ზედმეტად გადაღლილად გრძნობდა და სურდა მეტი დრო ჰქონოდა ძალების აღსადგენად. მაიკ დენტონიმ ბატლერის თხოვნა დააკმაყოფილა და ჯიმი სათადარიგო სკამზე დატოვა.
წლევანდელ სეზონში „მინესოტას“ უკანახაზელი პირველია ლიგაში საშუალოდ მატჩში ნათამაშები წუთებით და მე-9 პარკეტზე გატარებული დროის რაოდენობით. ბატლერს ტრამვიანობაც აწუხებს, იანვარში ჯიმიმ მუხლის ოპერაციაც გაიკეთა.
ბატლერს წარსულში არერთხელ აღუნიშნავს, რომ ყველა ვარსკლავის მატჩებში მონაწილეობით იგი სიამოვნებას ვერ იღებდა.