კევინ ლავი: „კლივლენდში“ ცვლილებები აუცილებელი იყო
Aa
Aa

კევინ ლავი: „კლივლენდში“ ცვლილებები აუცილებელი იყო

გაცვლების დედლაინამდე რამდენიმე საათით ადრე „კლივლენდმა“ საკუთარი შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეცვალა, ახალ კალათბურთელებთან ერთად „კავსმა“ ზედიზედ სამი თამაში მოიგო და კვლავ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.

„ოლ სტარის“ უიქენდზე ჟურნალისტებთან საუბრისას კევინ ლავი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა: „კლივლენდში ცვლილებები აუცილებელი იყო, ახალი კალათბურთელების მოსვლამ „კავალიერსი“  მნიშვნელოვნად გააძლიერა. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძოდით, ახალი მოთამაშეებიც ამ მენტალიტეტით მოვიდნენ და გაცვლიდან რამდენიმე საათში უკვე გუნდთან ერთად იყვნენ „ატლანტაში“. არაფერი სჯობს მოგებაზე ორიენტირებული თანაგუნდელების დანახვას, რომლებიც არა მხოლოდ სიტყვით არამედ საქმითაც ამტკიცებენ საკუთარ სურვილს. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე მოვახერხებთ შეთამაშებას და საჩემპიონო ამბიციების დაბრუნებას.

„კლივლენდის“ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც კევინ ლავმა ცუდად ყოფნის გამო „ოკლაჰომასთან“ მატჩი გამოტოვა, მეორე დღეს კი გუნდის ვარჯიშზე არ მოვიდა, კევინის საქციელი საჯაროდ ჯერ უეიდმა, შემდეგ კი აიზეა ტომასმა გააკრიტიკა, რამაც გუნდში არსებული კრიზისი უფრო გაამწვავა. შეგახსენებთ, რომ ლავს ხელის ტრამვა აწუხებს და მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები