ტაისონ ფიური
Aa
Aa

“რინგზე დაბრუნდება? არასდროს“ - ფიურიმ ყველა ჭორი უარყო

სულ ცოტა ხნის წინ, გამოცემა GB News-მა გვამცნო, რომ ტაისონ ფიური რინგზე დაბრუნდებოდა და ჯოშუასთან იჩხუბებდა.

ამასთან დაკავშირებით, ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ფიურის სიტყვებს ავრცელებს, რომელიც რინგზე დაბრუნებას უარყოფს.

ფიური:

„დავბრუნდები, თუ არა რინგზე? არასდროს! მე უკვე ძალიან ბებერი ვარ. დააკვირდით ჩემს წვერს, ის მთლიანად ჭაღარაა. კრივი ახალგაზრდების სპორტია.“

შეგახსენებთ, რომ ტაისონ ფიური უკანასკნელად რინგზე გასული წლის ბოლოს გავიდა და უსიკს დაუპირისპირდა, რომელმაც ის ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა.

გულშემატკივრებმა საოცარი 12-რაუნდიანი ბრძოლა იხილეს, რომელშიც გადამწყვეტი უპირატესობა არცერთს არ მოუპოვებია, თუმცა ეპიზოდებში უკრაინელი უკეთესი იყო. ბრძოლის დასრულების შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებული უსიკი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამ გრძნობას ვერავინ წამართმევს“ - ჯონსი მიიჩნევს, რომ მარადიული ჩემპიონია
„ამ გრძნობას ვერავინ წამართმევს“ - ჯონსი მიიჩნევს, რომ მარადიული ჩემპიონია