ჩავი
Aa
Aa

ჩავი "რეალი" "პსჟ"-ზე: "ერთი კონტრშეტევა საკმარისი გამოდგა, რომ გაემარჯვათ... ჯანდაბა!"

"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა Marca-სთან "რეალი" "პსჟ"-ს მატჩზე ისაუბრა და საკმაოდ ხმაურიანი კომენტარიც გააკეთა.

"მადრიდელებს აქვთ რაღაც, რაც სხვა გუნდებს არ აქვთ. მათ წინააღმდეგ მომენტების გამოუყენებლობა არ შეიძლება, რადგან ისინი აუცილებლად დაგსჯიან.

ყველაზე ცუდი კი ის გახლავთ, რომ "რეალს" შეუძლია არაფერი გააკეთოს და მაინც დაგამარცხოს.

ერთი კონტრშეტევა საკმარისი გამოდგა, რომ გაემარჯვათ... ჯანდაბა!

შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს შედეგი უსამართლო იყო, რადგან "პსჟ"-მ კარგად იმუშავა და ანგარიში 1-1, 2-2, ან 2-1 უნდა ყოფილიყო პარიზელთა სასარგებლოდ.

გაუგებარია - "რეალს" არ უთამაშია, მაგრამ მაინც მოიგო.

ერთ-ერთი ესპანური ტელევიზიით გამოსვლისას ხორხე ვალდანომ ძალიან სწორი რამ თქვა. მატჩის მსვლელობისას იყო მომენტები, როცა "პსჟ" დომინირებდა და მათ ანგარიში 2-1 უნდა გაეხადათ.

აჯობა, თუ არა "რეალმა" "პსჟ"-ს? ჩემთვის არა, მაგრამ მადრიდელებს ეს არ ანაღვლებთ. მათთვის მთავარი დომინირება არაა. მათი ფილოსოფია მხოლოდ მოგებაა. ეს ის არის, რაც ამ გუნდთან თამაშს რთულს ხდის.

რონალდუმ ნეიმარს აჯობა? არა, ეს უსამართლობაა. რა გააკეთა მან მთელი მატჩის დროს? პენალტი და შემდეგ გოლი მუხლით.

რას იტყვით იმ სახიფათო მომენტებზე, რომელიც ნეიმარმა მრავლად შექმნა? ის კონტრშეტევაზეც სახიფათოდ მოქმედებდა და "რეალს" პრობლემებს უქმნიდა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები