ნიკა გაგნიძე
Aa
Aa

კიევის დაბომბვა და გაგნიძის შთამბეჭდავი სიტყვა | მწვრთნელმა ქართველი შეაქო

უკრაინული „კოლოსის’’ მთავარმა მწვრთნელმა რუსლან კოსტიშინმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული დაბომბვის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა გაგნიძემ გასახდელში ემოციური სიტყვა თქვა და ფეხბურთელები მოედანზე ძალიან მოტივირებულნი გავიდნენ.

რუსლან კოსტიშინი: „ვსარგებლობ ამ შემთხვევით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ლეგიონერებს. მატჩისთვის მზადების პროცესში დიდი პრობლემა გვქონდა, ყველა ჩვენი ლეგიონერი ცხოვრობს საცხოვრებელ კომპლექს "რესპუბლიკაში".  ზოგიერთი მათგანი ფიზიკურად დაზიანდა, ზოგმა კი ეს საშინელება საკუთარი თვალით ნახა.

გესმით, ეს მათი ომი არ არის, მაგრამ მათ სიკვდილს თვალებში ჩახედეს. ამის მიუხედავად, სიმამაცე გამოავლინეს და ყველამ ითამაშა, ზოგმა სასტარტოში, ზოგმა შეცვლაზე. მადლობა მათ, რომ გუნდის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აჩვენეს. იპოვეს ძალა და სიმამაცე, რომ ემოციურად ეთამაშათ.

ლეგიონერების უმეტესობამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მათი კაპიტანი ნიკა გაგნიძეა, რომელიც მატჩის წინ ძალიან შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდა. ინგლისურ ენაზე ისაუბრა და მთელი გუნდი მოედანზე ძალიან მოტივირებული გავიდა, მთელი გუნდი თამაშისთვის მომართა’’.

შეგახსენებთ, უკრაინის პრემიერ ლიგის სეზონის პირველ ტურში „კოლოსმა’’ შინ „კრივბასს’’ 2:1 მოუგო. ნიკა გაგნიძემ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. მეორე ტურში, 10 აგვისტოს „კოლოსი’’ გიორგი მაისურაძის „პოლისიას’’ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფორვარდს კარგი მომენტი შეუქმნა | ლოჩოშვილის დებიუტი მე-2 ბუნდესლიგაში
ფორვარდს კარგი მომენტი შეუქმნა | ლოჩოშვილის დებიუტი მე-2 ბუნდესლიგაში