საინტერესო ფაქტები „ოლ სტარის“ სასტარტო ხუთეულების შესახებ
Aa
Aa

საინტერესო ფაქტები „ოლ სტარის“ სასტარტო ხუთეულების შესახებ

19 თებერვალს თბილისის დროით დილის 5 საათზე ლოს-ანჯელესში „სტეიპლზ ცენტრში“ "ყველა ვარსკლავის" მატჩი გაიმართება, სადაც ისტორიაში პირველად კაპიტნების მიერ არჩეული გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. განსხვავებით შარშანდელი სეზონისა წლევანდელი „ოლ სტარის“ გამარჯვებული გუნდის თითოეული კალათბურთელი 50000-ის ნაცვლად 100000 დოლარს მიიღებს. შეხვედრა ნამდვილად საინტერესო და სანახაობრივი იქნება, მატჩის დაწყებამდე კი გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს ყველა ვარსკლავის სასტარტო ხუთეულების შესახებ.

ლებრონ ჯეიმსის გუნდი

კევინ დურანტი

1) დურანტმა 35 ნომრით თამაში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2005 წელს მისი პირველი მწვრთნელი - ჩარლზ კრეიგი 35 წლის ასაკში მოკლეს.

2) კევინმა „ადიდასთან“ 70 მილიონიანი კონტრაქტი მხოლოდ იმის გამო არ გააფორმა, რომ „ნაიკი“ მუდამ მისი საყვარელი ბრენდი იყო.

3) დურანტის საყვარელი რეპერი Notorious B.I.G-ია.

4) კევინი რელიგიური ადამიანია და ყოველი თამაშის წინ ეკლესიაში დადის.

5) ბავშვობაში დურანტს „ტორონტო რეპტორზში“ თამაში სურდა, რადგან ვინს კარტერით იყო აღფრთოვანებული.

 

კაირი ირვინგი

1) კაირი სკოლაში მიუზიკლებში იღებდა მონაწილეობას და მშვენიერი ბარიტონის პატრონიც იყო.

2) ირვინგის ნათლია NBA-ს ყოფილი მოთამაშე როდ სტრიკლენდია.

3) ბავშვობაში კაირის საყვარელი კალათბურთელები ჯეისონ კიდი და კრის პოლი იყვნენ.

4) კაირი ავსტრალიაში, მელბურნში დაიბადა.

5) ირვინგი დღემდე აწარმოებს დღიურს.

 

ენტონი დევისი

1) ოჯახის წევრები დევისს მისი გაბარიტების გამო "მსუქან კაცს" ეძახდნენ.

2) სკოლას, სადაც ენტონი დადიოდა სავარჯიშო დარბაზიც კი არ ჰქონდა და გუნდი ადგილობრივ ეკლესიაში ვარჯიშობდა.

3) დევისის საყვარელი საჭმელი პიცაა.

4) ენტონი მაიკლ ჯორდანის დიდი გულშემატკივარია, თუმცა ყველაზე მეტად კევინ გარნეტის თამაშის სტილი მოსწონს.

5) სკოლაში დევისს საკმაოდ საინტერესო ზედმეტსახელს ეძახდნენ: "პატარა კაცი, რომელიც მხოლოდ კუთხის სამიანს ისვრის".

 

 

პოლ ჯორჯი (ჯორჯმა კაზინსი ჩაანაცვლა)

1) ჯორჯის საყვარელი კალათბურთელი კობი ბრაიანტია.

2) პოლს მრავალი ჰობი აქვს, თუმცა განსაკუთრებით თევზაობა უყვარს.

3) ჯორჯმა პირველად 17 წლის ასაკში დაამარცხა თავისი და კალათბურთში ერთი ერთზე.

4) პოლი ბავშვობაში „კლიპერსს“ გულშემატკივრობდა.

5) ჯორჯმა 24 ნომრით დაიწყო ლიგაში თამაში, თუმცა ბილ სიმონსის რჩევის შემდეგ პოლმა 24  13 ნომრიანი მაისურით ჩაანაცვლა.

 

ლებრონ ჯეიმსი

1) ლებრონის საყვარელი საგანი სკოლაში ხელოვნება იყო.

2) ჯეიმსი პირველი აფრო-ამერიკელი ადამიანია, რომელიც “Vogue”-ს გარეკანზე მოხვდა.

3) ლებრონის საყვარელი კალათბურთელები მაიკლ ჯორდანი და ჯულიუს ერვინგი არიან.

4) ჯეიმსს ყველაზე მეტად „ლეიკერსის“ წინააღმდეგ თამაში მოსწონს.

5) ლებრონი ბურთს მარჯვენა ხელით ისვრის, თუმცა ჭამის დროს და წერისას მარცხენას იყენებს.

 

სტეფ კარის გუნდი

 

იანის ანტეტეკუნპო

1) იანისის მშობლები ნიგერიელები არიან.

2) საბერძნეთის მოქალაქეობა ანტეტეკუნპომ 2013 წლის 9 მაისს მიიღო.

3) იანისი ოლიმპიაკოსის დიდი გულშემატკივარია.

4) ბავშვობაში იანისი სათამაშოებს, საათებს, სათვალეებს და ჩანთებს ყიდდა.

5) იანისი 40 წლის ასაკში საბერძნეთში კალათბურთის თამაშს აპირებს.

 

დემარ დეროუზანი

1) დეროუზანი კომპტონში გაიზარდა და საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა.

2) დემარის საყვარელი კალათბურთელი კობი ბრაიანტია.

3) დეროუზანს „ტორონტოს“ რიგებში ყველაზე მეტი - 233 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

4) დემარს სახელი ბიძამისის საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელიც 20 წლის ასაკში მოკლეს.

5) დეროუზანს ბებიის სახელი აქვს ამოსვირინგებული, ბავშვობაში მასთან დემარი ხშირად კამათობდა იმის შესახებ თუ რომელი უფრო კარგი კალათბურთელი იყო კობი თუ აივერსონი.

 

ჯოელ ემბიდი

1) ემბიდმა კალათბურთის თამაში 16 წლის ასაკში დაიწყო.

2) ჯოელი რიკ როსის დიდი თაყვანისმცემელია.

3) კალათბურთამდე ემბიდი ფეხბურთს და ფრენბურთს თამაშობდა.

4) ემბიდი აფრიკის ერთ-ერთ საკალათბურთო შეკრებაზე ლუკ მბა ამუტემ აღმოაჩინა.

5) 2015-16 წლის სეზონში ჯოელი სერიოზულად ფიქრობდა ტრამვის გამო საკალათბურთო კარიერის დასრულებას.

 

ჯეიმს ჰარდენი

1) ჰარდენის საყვარელი ცაცია კალათბურთელი მანუ ჯინობილია.

2) ჯეიმსს ასთმა აწუხებს.

3) ჰარდენის წვერს საკუთარი ტკბილეულის ხაზი აქვს.

4) ბავშვობაში ჰარდენის საყვარელი კალათბურთელი ჯეისონ კაპონო იყო.

5) ჰარდენის სახელში ჯუნიორიც ფიგურირებს,(ჯეიმს ედვარდ ჰარდენ ჯუნიორი) თუმცა მამამისთან დაპირისპირების გამო ჰარდენმა უარი თქვა საკუთარ სახელში ჯუნიორის აღნიშვნაზე.

 

სტეფ კარი

1) სტეფს ყველაზე მეტი სამქულიანი აქვს ჩაგდებული ერთ სეზონში, როგორც კოლეჯში ასევე NBA-ში.

2) დედამისი ყოველ დაკარგვაზე სტეფს 100 დოლარით აჯარიმებს.

3) კარის ყველაზე მეტად გველების ეშინია.

4) ბავშვობისას მისი საყვარელი კალათბურთელი მაგსი ბოგსი იყო.

5) 30 ნომრიან მაისურს სტეფი მამამისის საპატივცემულოდ ატარებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები