ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

ყაზაიშვილის სუპერმატჩი - ვაკომ ჰეთ-თრიკი შეასრულა

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა. სუპერლიგის მე-18 ტურში „შანდონგ ტაიშანმა“ საკუთარ სტადიონზე „მეიზუ ჰაკა“ 3:0 დაამარცხა და მასპინძლების შემადგენლობაში სამივე ბურთი 32 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველის ანგარიშზეა.

ყაზაიშვილი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და სამივე ბურთი მეორე ნახევარში გაიტანა. ანგარიში 57-ე წუთზე ქსიე ვენენგის გადაცემით გახსნა. თამაშის ბოლოს კი, 82-ედან 84-ე წუთამდე, თავი ერთბაშად ორჯერ გამოიჩინა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად სრულიად დამსახურებულად დასახელდა. ამ მატჩში შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, ვაკოს მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 11 გოლი დაუგროვდა (4 საგოლე პასთან ერთად) და ბომბარდირთა დავის ერთპიროვნულ ლიდერ ფაბიო აბრეუსთან ჩამორჩენა ერთ ბურთამდე შეამცირა.

ცნობისათვის, 18 ტურში დაგროვებული 28 ქულით „შანდონგ ტაიშანი“ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და ლიდერ „შანხაი შენხუას“ 16 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 2 აგვისტოს, ყაზაიშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ჩენგდუს“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კაკაბაძემ პენალტი გამოიმუშავა - კრაკოვიამ ტერმალიკა დაამარცხა
კაკაბაძემ პენალტი გამოიმუშავა - კრაკოვიამ ტერმალიკა დაამარცხა