მიქაუტაძე წასვლას არ აპირებს | მისი გაშვება არც ფონსეკას გეგმებში შედის
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. დღეს, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ამხანაგური შეხვედრა გამართა და „მოლენბეკს“ დაუპირისპირდა. მატჩი 0:0 დასრულდა და საფინალო სასტვენის შემდეგ მიქაუტაძემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
„არ მგონია, რომ გუნდიდან წავიდე და ლიონთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე მაკავშირებს. აქ იმისთვის ვარ, რომ გოლები გავიტანო და კლუბს მიზნების მიღწევაში დავეხმარო,“ - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.
„ლიონის“ სატრანსფერო პოლიტიკაზე და მიქაუტაძეზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამაც ისაუბრა და აღნიშნა: „ყველა ხაზის გაძლიერება გვესაჭიროება და ფეხბურთელები სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ. შეგვიძლია, კარგი გუნდი ჩამოვაყალიბოთ. თუ გავიფორმებთ მოთამაშეებს, რომლებიც ყურადღებით შევარჩიეთ, კარგი გუნდი გვეყოლება.
კორენტინ ტოლისო? გიორგი მიქაუტაძის მსგავსად, მისი შენარჩუნება მსურს. ეს არაა თემა, რომელზეც მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს და ვფიქრობ, კლუბსაც იგივე პოზიცია აქვს.“
შეგახსენებთ, რომ წარსულში მიქაუტაძე „ატალანტას“, „სპორტინგს“, „რომასა“ და „გალათასარაის“ დაუკავშირეს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 22 მილიონი ევროა და „ლიონი“ მის გაშვებას არ აპირებს.