იბერია 1999
Aa
Aa

„მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ“ - კურო ტორესი იბერიასთან მატჩის შემდეგ

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „იბერია 1999“ ესტონეთში „ლევადიას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, პრესასთან მასპინძლების მთავარმა მწვრთნელმა კურო ტორესმა ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა შეხვედრის საბოლოო შედეგით კმაყოფილება გამოთქვა და გუნდის ერთობასა და თავდაჯერებაზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენ მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ. უფრო თავდაჯერებულები ვიყავით. როცა ევროპაში თამაშობ, როგორც ერთი გუნდი, შეკრული უნდა იყო.

შედეგით ბოლომდე კმაყოფილი არ დავრჩი, რადგან უკეთ თამაშიც შეგვიძლია. გამარჯვება კარგია, მაგრამ ჩემთვის კიდევ ერთი გოლის გატანა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ანგარიშის შენარჩუნება. შემდეგ მატჩშიც ზუსტად იგივე განწყობა უნდა გვქონდეს.

დღეს ის უნდა ვიზეიმოთ, რაც გავაკეთეთ, მაგრამ ხვალიდან რევანშისთვის მზადება უნდა დავიწყოთ. ეს ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო“.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში, 29 ივლისს „მიხეილ მესხზე“ გაიმართება (20:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები