მარკუს რაშფორდი
Aa
Aa

უკვე ოფიციალურად: მარკუს რაშფორდი ბარსელონას ფეხბურთელია

„ბარსელონამ“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მარკუს რაშფორდი კარიერას მათ რიგებში გააგრძელებს.

ტრანსფერი, რომელიც ბოლო დღეებში 99%-ით დახურული იყო, ამჯერად კატალონიური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დასრულებულად გამოაცხადა.

27 წლის ინგლისელი შემტევი „ბლაუგრანას“ რიგებში 2026 წლის ივნისამდე ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. კატალონიელებს მისი გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ შეეძლებათ. „ბარსას“ ამის შესაძლებლობა ექნება და არა ვალდებულება.

უკვე დაზუსტდა ფეხბურთელის სათამაშო ნომერიც - რაშფორდი ტიერი ანრის მსგავსად 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილი ფორვარდი გასულ სეზონში „ასტონ ვილაში“ იჯარით თამაშობდა, თუმცა ბირმინგემელებმა 40-50 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვა არ მოისურვეს. ინგლისელს ნდობას არ უცხადებს რუბენ ამორიმიც, თუმცა ჰანსი ფლიკმა მისთვის შანსის მიცემა გადაწყვიტა.

მარკუსი უკვე გუნდთან ერთად იმყოფება და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. იგი „ბარსას“ წინასასეზონო აზიურ ტურნეშიც მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები