L’Equipe: მბაპემ მსაჯს კლოუნი უწოდა, თუმცა ის ამისთვის არ დაისჯება
კილიან მბაპე „ვალენსიასთან“ მატჩის (2:0) მსაჯის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გამო სასჯელს გადაურჩება. ინფორმაციას ფრანგული L’Equipe ავრცელებს.
პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, მთავარმა არბიტრმა ხავიერ ალბეროლა როხასმა ფრანგ ფორვარდზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მბაპემ მეოთხე მსაჯს, დავიდ კამბრონერო გონსალესს, მიღებული გადაწყვეტილების განმარტება სთხოვა. მსაჯმა განაცხადა, რომ მზად იყო ეს ეპიზოდი ტრიბუნებისქვეშა სივრცეში განეხილათ, თუმცა მეორე ტაიმის დაწყებამდე მბაპეს განმეორებით თხოვნაზე არ უპასუხა, რის შემდეგაც ფრანგმა მას „კლოუნი“ უწოდა.
როგორც L’Equipe იუწყება, მბაპეს ეს სიტყვები მსაჯის მატჩისშემდგომ ოქმში არ ასახულა. ლიგის სადისციპლინო კომიტეტი ფეხბურთელს, სავარაუდოდ, არ დასჯის. აღნიშნულია, რომ „მადრიდში“ მოთამაშის საქციელს გაგებით ეკიდებიან.
ცნობისთვის, გეტყვით, რომ მსგავს ქმედებაზე ლა ლიგაში სასჯელი 4-დან 12 მატჩამდეა.