ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

ოფიციალურად: სუპერლიგა მადრიდის რეალმაც დატოვა

მადრიდის „რეალმა“ სუპერლიგის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და „ბარსელონას“ შემდეგ, პროექტის დატოვება ოფიციალურად დაადასტურა.

„რამდენიმეთვიანი განხილვების შემდეგ, უეფა, ევროპული კლუბების ასოციაცია და საფეხბურთო კლუბი მადრიდის „რეალი“ აცხადებენ, რომ მათ მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ევროპული საკლუბო ფეხბურთის საკეთილდღეოდ. შეთანხმება გულისხმობს სპორტული დამსახურების პრინციპის დაცვას, აქცენტით კლუბების გრძელვადიან მდგრადობაზე და გულშემატკივართა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ხარჯზე.

ეს პრინციპული შეთანხმება ასევე მოემსახურება ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების მოგვარებას, როგორც კი საბოლოო შეთანხმება გაფორმდება“,

– ნათქვამია „რეალის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში სუპერლიგა „ბარსამ“ დატოვა და „რეალი“ ამ დრომდე პროექტის ერთადერთი კლუბი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები