ანტონიო კონტე
Aa
Aa

მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა | კონტეს ქმედებაზე გამოძიება დაიწყო

კოპა იტალიის მეოთხედფინალში ანტონიო კონტეს „ნაპოლი“ „კომოს“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა და „პარტენოპეი“ ასპარეზობას პენალტების სერიაში გამოეთიშა, რომელიც 6:7 წააგო.

კონტე შეხვედრის მთავარი მსაჯის, ჯანლუკა მანჯანიელოს მუშაობით განრისხებული იყო. მატჩის მიმდინარეობისას იყო ეპიზოდი, როდესაც „ნაპოლის“ თავკაცმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. „მინიმუმ წადი და მონიტორზე მაინც შეამოწმე, შე იდიოტო“, - განაცხადა კონტემ, ვისი სიტყვებიც კამერებმა დააფიქსირეს.

La Gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული და არის შანსი, კონტეს ჯარიმა დააკისრონ. იტალიური გამოცემა აცხადებს, რომ პოტენციური ჯარიმა შესაძლოა, 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია იყოს ან კონტეს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისროს.

საინტერესოა, რომ „კომოსთან“ მატჩის შემდეგ კონტე სამსაჯო ბრიგადის კრიტიკას არ მოერიდა. „რთული სეზონი გვაქვს, მაგრამ ვიდეორეფერი და მსაჯები ყველაფერს ართულებენ. წინ უნდა წავიდეთ. როგორც მწვრთნელები ვზრუნავთ გუნდების განვითარებაზე ისე უნდა იზრუნოს როკიმ (სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი) თავისი მსაჯების განვითარებაზე.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია“ | ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე
„ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია“ | ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე