ტოტენჰემი, მაურისიო პოჩეტინო, ტომას ფრანკი
Aa
Aa

ფრანკი გაუშვეს | ტოტენჰემი პოჩეტინოს დაბრუნებას განიხილავს

„ტოტენჰემმა“ ტომას ფრანკი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ოფიციალური ინფორმაცია ლონდონური კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, ბოლოდროინდელი შედეგების ფონზე ცვლილებები იყო აუცილებელი. მადლობას ვუხდით ტომასს გაწეული სამსახურისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, დანიელი სპეციალისტი „დეზების“ სათავეში შესაძლოა მაურისიო პოჩეტინომ შეცვალოს, რომელიც „ტოტენჰემს“ 2014-2019 წლებში წვრთნიდა. პოჩეტინო ამჟამად აშშ-ის ეროვნული ნაკრების დამრიგებელია, თუმცა მზადაა, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ლონდონში დაბრუნდეს და „ტოტენჰემი“ ჩაიბაროს.

ასევე ცნობილია, რომ „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა რობერტო და ძერბის და ანდონი ირაოლას კანდიდატურებსაც განიხილავდა, თუმცა ორივე მწვრთნელმა შეთავაზებას უარით უპასუხა.

ცნობისთვის, ტოტენჰემი 29 ქულით პრემიერლიგის მე-16 ადგილზეა. პრემიერლიგის ბოლო 8 ტურში „დეზებს“ 4 ფრე და 4 მარცხი აქვთ, ბოლო 17 ტურში კი ტომას ფრანკის გუნდმა მხოლოდ ორჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარაგერი: არ ვფიქრობ, რომ ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე გავა
კარაგერი: არ ვფიქრობ, რომ ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე გავა