“ტრიბუნებიდან უდიდესი ენერგია უნდა მივიღოთ“ - სიმეონე ბარსელონასთან მატჩის წინ
კოპა დელ რეის ნახევარფინალში ბარსელონა მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, როხიბლანკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
სიმეონე:
„მწვრთნელის როლი ყოველთვის ყველაზე არასრულყოფილია. ბეტისთან მატჩი იდეალურთან ახლოს იყო, თუმცა ჩემთვის პირველი 15 წუთი კარგი არ იყო. მწვრთნელის მთავარი საზრუნავი ფეხბურთელების გაუმჯობესებაა და ჩვენ სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებულნი.
მე ყოველთვის მაქვს ჩემი ფეხბურთელების მიმართ რწმენა. ჩვენთვის ზედიზედ მესამე ნახევარფინალია და ფინალში გასვლა ძალიან გვინდა. დიდი მნიშვნელობა ექნებათ გულშემატკივრებს. გადამწყვეტი არა, რადგან საბოლოოდ ყველაფერი ფეხბურთელებმა უნდა გააკეთონ. ტრიბუნებიდან უდიდესი ენერგია უნდა მივიღოთ.
თუ ბარსელონა კონტრ-შეტევებზე ითამაშებს, ბევრი ხიფათი შეიქმნება. თუ უბრალოდ ბურთს გააკონტროლებენ, ასე არაფერი გამოუვათ. იმედი მაქვს, ჩვენს სათამაშო გეგმას განვახორციელებთ და გავიმარჯვებთ.“
შეგახსენებთ, რომ ატლეტიკოსა და ბარსელონას მატჩი 12 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება. აღნიშნული დაპირისპირება მადრიდში გაიმართება.