ფლიკი: “ატლეტიკოსთან თავის დაცვა ადვილი არასდროს არის“
კოპა დელ რეის ნახევარფინალში ბარსელონა მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა.
ფლიკი:
„ძირითადი შემადგენლობა უკვე შერჩეული მაქვს. არაუხოს სიტუაცია ვიცით და მას მხარს ვუჭერთ. რონალდი საკმაოდ ძლიერი ადამიანია. ამ საკითხზე ოდესმე შევძლებთ და უფრო მეტ დეტალს გეტყვით. თუ ის ამბობს, რომ მისი პრობლემები წელიწადნახევარია გრძელდება, შესაძლოა დამნაშავეები ჩვენც ვიყოთ.
კუნდე ჩემთვის ყოველთვის მებრძოლი ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, მას ზოგჯერ საუკეთესო დღე არ აქვს, რადგან ყველანი ადამიანები ვართ. ის ყოველთვის იბრძვის და თავის მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს. მისი მენტალიტეტი უმაღლესი დონისაა.
ატლეტიკოს თამაშის სტილი ძალიან მკაფიოა და მათ წინააღდეგ თავის დაცვა ადვილი არასდროს არის. იამალის გამო ახლა ბედნიერი ვარ. ის მოედანზე სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. დიდებული ფეხბურთელია და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.“
შეგახსენებთ, რომ ატლეტიკოსა და ბარსელონას მატჩი 12 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება. აღნიშნული დაპირისპირება მადრიდში გაიმართება.