„მაშინვე ბრაიანტი გამახსენდა“ - ჰალიბერტონმა ტრავმის ეპიზოდი გაიხსენა
„ინდიანა პეისერსის“ გამთამაშებელმა ტაირიზ ჰალიბერტონმა ESPN-თან საუბარში ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც ფინალური სერიის მე-7 მატჩში აქილევსის მყესი გაიწყვიტა.
რა თქვა ჰალიბერტონმა:
„როდესაც პარკეტზე ვიწექი, გავიფიქრე - „საშუალება მომეცით, ჩემი ფეხით გავიდე. კობიც თვითონ გავიდა პარკეტიდან და მეც ასე ვიზამ“. ავდექი, ერთი ნაბიჯი გადავდგი და მივხვდი, რომ ეს სრულიად შეუძლებელია. ამ ფეხზე წონის გადატანა არ შემეძლო. ის, რაც კობიმ გააკეთა, როცა საჯარიმო ისროლა და ისე გავიდა, ჩემს შემთხვევაში უბრალოდ წარმოუდგენელი იყო“.
ცნობისთვის, 2025 წელი ჰალიბერტონისთვის გამორჩეული იყო. მან არაერთი გადამწყვეტი ქულა ჩააგდო და საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა. 73 თამაშში საშუალოდ 18.6 ქულას, 3.5 მოხსნას და 9.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
ასევე შეგახსენებთ, ჰალიბერტონმა ტრავმა სუპერფინალის მეშვიდე მატჩში მიიღო და ამის შემდეგ „ინდიანა“ „ოკლაჰომასთან“ დამარცხდა. 25 წლის კალათბურთელმა ოპერაციაც გაიკეთა და მომდევნო სეზონს მთლიანად გამოტოვებს.