„ეტყობოდა, რომ დიდი ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ...“ - ლოკოს ლეგენდამ ხვიჩაზე ისაუბრა
მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დიმიტრი ლოსკოვმა ქართველი შემტევის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ „ლოკომოტივის“ მიერ გამოცხადებული უნდობლობა ხვიჩაზე დადებითად აისარა.
რას ამბობს ლოსკოვი:
„როდესაც „ლოკომოტივში“ თამაშობდა, უკვე ეტყობოდა, რომ დიდი ფეხბურთელი და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გახდებოდა. სამწუხაროდ, „ლოკომოტივის“ მაშინდელი ხელმძღვანელობა სხვაგვარად ფიქრობდა. შესაძლოა, ეს ხვიჩასთვის სასარგებლოც იყო - ამის გამო ხვიჩამ სხვა გზა აირჩია და რუბინში წავიდა, შემდეგ კი იქ აღმოჩნდა, სადაც ახლა იმყოფება. როგორც ჩანს, მისი ბედისწერა ასეთი იყო“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2019 წელს თამაშობდა.
გასულ სეზონში, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ქართველმა ვარსკვლავმა პსჟ-ში გადასვლის შემდეგ პარიზულ გუნდთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.