ყველაფერი „ოლ სტარის“ უიქენდის შესახებ
Aa
Aa

ყველაფერი „ოლ სტარის“ უიქენდის შესახებ

ყველა ვარსკლავის უიქენდი სტარტს ლოს ანჯელესში ამ უქმეებზე აიღებს, პირველი ტრადიციულად ცნობილი ადამიანების შეხვედრა გაიმართება, სადაც სიმბოლურად „ლეიკერსისა“ და „კლიპერსის“ გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

„ლეიკერსის“ შემადგენლობა: სტერლინგ ბრიმი, ნიკ კენონი, ტერენს კროუფორდი, რეიჩელ დემიტა, ჯერი ფერარა, მარკ ლასრი, ტრეისი მაკგრეიდი, კალებ მაკლოგლინი, კენდეის პარკერი, ნეით რობინსონი, დრიუ სკოტი,  კრის ვუ, ჯასტინ ბიბერი.

მთავარი მწვრთნელი: რეიჩელ ნიკოლსი.

„კლიპერსის“ შემადგენლობა: ენტონი ანდერსონი, ბრენდონ არმსტრონგი, მაილს ბრაუნი, ვინ ბატლერი, კომონი(რეპერი), ანდრე დე გრასე, შტეფანი დოლსონი, ჯეიმი ფოქსი, პოლ პირსი, დაშა პოლანკო, ბუბა ვოტსონი, ჯეისონ ვილიამსი, ქუავო(რეპერი).

მთავარი მწვრთნელი: კეითი ნოლანი.

ცნობილი ადამიანების შეხვედრაში ისტორიაში პირველად იქნება გამოყენებული 4 ქულიანი ნიშნული, რომელიც მეორე ნახევარში გამოჩნდება პარკეტზე და თითოეული ჩაგდებული 4 ქულიანიდან სპონსორები 4000 დოლარს გადარიცხავენ საქველმოქმედო ფონდებში.

მატჩი თბილისის დროით 17 თებერვალს, გამთენიისას 4 საათზე დაიწყება.

 

 

ამომავალ ვარსკლავთა მატჩში კალათბურთელები ტრადიციულად ეროვნების მიხედვით გადანაწილდებიან ორ გუნდში და ერთმანეთს „ამერიკული“ და „მსოფლიოს“ ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

„ამერიკული“ ნაკრების შემადგენლობა: ჯეილენ ბრაუნი, ჯონ კოლინსი, კრის დანი, ბრენდონ ინგრემი, კაილ კუზმა, დონოვან მიჩელი, დენის სმიტ ჯუნიორი, ჯეისონ ტატუმი, ტაურონ პრინცი, დეაარონ ფოქსი.

ტაურონ პრინცმა მალკოლმ ბროგდონი, ხოლო დეაარონ ფოქსმა ლონზო ბოლი ჩაანაცვლა.

„მსოფლიოს“ ნაკრები: ბოგდან ბოგდანოვიჩი, დილონ ბრუკსი, ჯოელ ემბიდი, ბადი ჰილდი, ლაური მარკანენი, ჯამალ მარი, ფრენკ ნტილიკანა, დომანტას საბონისი, ბენ სიმონსი, დარიო სარიჩი.

ამომავალ ვარსკლავთა მატჩი თბილისის დროით 17 თებერვალს, გამთენიისას 6 საათზე დაიწყება.

 

 

თბილისის დროით 18 თებერვალს, ღამის 5 საათზე სტარტს აიღებს ოსტატობის, სამქულიანების და ჩატენვების კონკურსი.

ოსტატობის კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: სპენსერ დინვიდი, ჯოელ ემბიდი, ალ ჰორფორდი, ლაური მარკანენი, ბადი ჰილდი,  ჯამალ მარი,  ლუ ვილიამსი, ანდრე დრამონდი.

ბადი ჰილდმა დონოვან მიჩელი ჩაანაცვლა, რადგან დონოვანი მონაწილეობას ჩატენვების კონკურსში იღებს. ხოლო ანდრე დრამონდმა ტრამვირებული კრისტაპს პორზინგისი.

სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: ბრედლი ბილი, დევინ ბუკერი, ერიკ გორდონი, უეინ ელინგტონი, პოლ ჯორჯი, ტობაიას ჰერისი, კაილ ლოური, კლეი ტომპსონი.

ჩატენვების კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: ვიქტორ ოლადიპო, ლარი ნენსი ჯუნიორი, დენის სმიტ ჯუნიორი, დონოვან მიჩელი.

 

 

დაბოლოს, ყველაფერი თბილისის დროით 19 თებერვალს, გამთენიისას 5 საათზე დასრულდება, როცა  ლებრონისა და სტეფის გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ლებრონის გუნდი

სასტარტოები: კევინ დურანტი, ენტონი დევისი, ლებრონ ჯეიმსი, პოლ ჯორჯი, კაირი ირვინგი

სათადარიგოები: ლამარკუს ოლდრიჯი, ბრედლი ბილი, გორან დრაგიჩი, რასელ ვესტბრუკი, ვიქტორ ოლადიპო, კემბა ვოკერი, ანდრე დრამონდი.

პოლ ჯორჯმა დემარკუს კაზინსი, ანდრე დრამონდმა ჯონ ვოლი, გორან დრაგიჩმა კევინ ლავი და კემბა ვოკერმა კრისტაპს პორზინგისი ჩაანაცვლა.

 

მწვრთნელი: დუეინ კეისი

სტეფის გუნდი

სასტარტოები: ჯეიმს ჰარდენი, დემარ დეროუზანი, ჯოელ ემბიდი, სტეფ კარი, იანის ანტატეკუნპო.

სათადარიგოები: დემიენ ლილარდი, ჯიმი ბატლერი, დრეიმონდ გრინი, კაილ ლოური, კლეი ტომპსონი, კარლ-ენტონი თაუნსი, ალ ჰორფორდი.

 

მწვრთნელი: მაიკ დენტონი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები