მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

ჰოლოუეი: „UFC-ის რეიტინგი ნამდვილი სისულელეა“

UFC 318-ის მთავარ ორთაბრძოლაში დასტინ პორიეს დამარცხებისა და BMF-ის ქამრის კიდევ ერთხელ შენარჩუნების შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ ბრძოლის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების თითქმის ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. გარდა ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა, მაქსმა ახალი იდეაც წამოჭრა, რასაც უკვე ძალიან ბევრი მომხრე გამოუჩნდა.

მაქს ჰოლოუეი

არ ვიცი ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ჩემი აზრით, BMF-ის რეიტინგია საჭირო და UFC-ის ხელმძღვანელებს ვთხოვ ამაზე სერიოზულად დაფიქრდნენ, რადგან ყველამ კარგად უნდა გავიგოთ კონკრეტულ მომენტში ვინ რას იმსახურებს. დენ ჰუკერთან ბრძოლის ჩანიშვნაზე უარს ნამდვილად არ ვამბობ, მაგრამ რეიტინგი მჭირდება. თანახმა ვარ ეს თუნდაც ფანების გამოკითხვის შედეგად შეიქმნას და იქნებ უფრო ობიექტურიც გამოვიდეს, რადგან UFC-ის რეიტინგი სრული სისულელეა.

შეგახსენებთ, რომ BMF-ის ქამარზე ბრძოლების ჩატარება შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ 2019 წლის ნოემბრიდან დაიწყო და მაქს ჰოლოუეიმ მისი შენარჩუნება კიდევ ერთხელ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯონსს მხოლოდ თეთრი სახლის ტერიტორიაზე ჩხუბი აინტერესებს
ჯონსს მხოლოდ თეთრი სახლის ტერიტორიაზე ჩხუბი აინტერესებს