ჯოელ ემბიდი:  „ფილადელფიაში“ ფულცის არ სჯერათ
Aa
Aa

ჯოელ ემბიდი: „ფილადელფიაში“ ფულცის არ სჯერათ

წლევანდელი სეზონის დასაწყისში „ფილადელფია“ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გუნდად მიიჩნეოდა, ემბიდის, ფულცისა და სიმონსის ტრიოზე დიდი ავანსები იყო გაცემული, თუმცა სეზონის დასაწყისში 19 წლის მარკელ ფულცმა ტრამვა მიიღო და დიდი ალბათობით მას მოედანზე ამ წელს ვეღარ ვიხილავთ.

გავრცელებული ინფორმაციით „ფილადელფიას“ ხელმძღვანელობა ფულცის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და მიაჩნიათ, რომ მარკელი დიდ კალათბურთს ვერასდროს ითამაშებს.

 

ამ ფაქტს ჯოელ ემბიდი გამოეხმაურა და ერთ-ერთი ინტერვიუში განაცხადა: მე დანამდვილებით არ ვიცი რამ განაპირობა პრობლემები და დაძაბული სიტუაცია ფულცთან დაკავშირებით, თუმცა ვხედავ რომ მარკელს მის გვერდით მყოფი ადამიანებიც არ უჭერენ მხარს, 19 წლის ასაკში ასეთ მდგომარეობაში ყოფნა კი ძალიან რთულია. შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფულცს საჯაროდ მხარდაჭერა ჯეი ჯეი რედიკმაც გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები