სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

„ჩემპიონობისთვის მზად ვარ“ - ბაზაძე მსოფლიოს პირველობის წინ

20 ივლისიდან 30 ივლისამდე თბილისი ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას პლანეტის მასშტაბით 158 ქვეყნის 1200 სპორტსმენი მიიღებს, აქედან 24 წარმოამდგენელი კი ჩვენ ქვეყანას ეყოლება. ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ შეჯიბრება მის სამშობლოში ტარდება, სანდრო ბაზაძეს ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო გამყარებული აქვს და თავად 31 წლის სპორტსმენიც საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომელმაც კომენტარი გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას გააკეთა.

სანდრო ბაზაძე

სანამ საკუთარ მომზადებაზე ვისაუბრებდე, სიხარულს გამოვთქვამ იმის გამო, რომ თბილისში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში უამრავი ახალგაზრდა ქართველი მოფარიკავე იასპარეზებს, რომელთაც შესაძლოა მედლისთვის ვერ იბრძოლონ, მაგრამ ფასდაუდებელ გამოცდილებას შეიძენენ, რაც კარიერის სწორად წარმართვაში დაეხმარებათ.

ჩემს კოლექციას ოლიმპიურთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონობაც აკლია და ყველანაირად შევეცდები ეს დანაკლისი სწორედ ამ შეჯიბრებაში აღმოვფხვრა. მზადებამ გეგმის მიხედვით ჩაიარა და მართალია ასეთი რანგის ტურნირის სამშობლოში გამართვა ნებისმიერი სპორტსმენისთვის გარკვეული წნეხიც არის, მაგრამ მე არაფრის მეშინია და ოქროს მედლის გარდა სხვა მიზანს არ ვისახავ.

ცნობისათვის, სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე 25 ივლისს გამოვა და შეჯიბრების გახსნის ოფიციალური ცერემონია სწორედ ამ დღეს, 17:30 წუთზე არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია