მაქს ჰოლოუეი, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ბინძურად შემებრძოლება, მაგრამ ისევ გავთიშავ“ - ჰოლოუეიმ გეიჯი გამოიწვია

მაქს ჰოლოუეი ამას ალბათ თავადაც ვერასოდეს წარმოიდგენდა, მაგრამ ფაქტია - კონორ მაკრეგორთან მან კარიერის ყველაზე მარტივი ბრძოლა ჩაატარა, რადგან ზუსტად ერთ წუთში ირლანდიელმა ფეხი იმდენად დაიზიანა, რომ ჩხუბის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შედეგად არავის გაკვირვებია, რომ ჰოლოუეისთვის ეს გახლდათ პირველი დაპირისპირება, რომლის დროსაც არც ერთი აქცენტირებული დარტყმა არ მიუღია.

ისიც ყველამ კარგად იცის, რომ მაკგრეგორი-ჰოლოუეის ჩხუბი არა მსუბუქ, არამედ ქვესაშუალო დივიზიონში შედგა და შესაბამისად, „დალოცვილი“ გახდა UFC-ის ისტორიაში რიგით მე-20 მებრძოლი, რომელმაც სამ წონაში მინიმუმ ერთი ბრძოლა მაინც მოიგო. ღონისძიების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაქსს ჯასტინ გეიჯისთან შესაძლო დაპირისპირებაზე ჰკითხეს, რაზეც მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„მასთან ერთად ოქტაგონში კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევალ და იგივეს გავუკეთებ, რაც წინა დაპირისპირების დროს გავუკეთე, ეს იქნება ნამდვილი მასტერ-კლასი ჯასტინისთვის და მას კიდევ ერთხელ გავთიშავ. ზუსტად ვიცი, გეიჯი შეეცდება ბინძური მეთოდებით დამიპირისპირდეს, მაგრამ ბრძოლას მე გავალამაზებ. ამ ბოლო დროს ისეთი ტენდენცია დამკვიდრდა, რომ გეიჯისთვის ბრძოლის შემდეგ მისი ყველა მეტოქე ავტოკატასტროფაში მოყოლილს ჰგავს, თუმცა მე გალიიდან უვნებელი გამოვალ“.

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეი და ჯასტინ გეიჯი ერთმანეთს პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად 2024 წლის აპრილში დაუპირისპირდნენ და მაშინ მაქსმა ჯასტინი მეხუთე რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლოუეი: “არ მინდოდა ეს ბრძოლა ასე დასრულებულიყო“
ჰოლოუეი: “არ მინდოდა ეს ბრძოლა ასე დასრულებულიყო“